Sunday, February 5, 2012

სარწმუნოდ ურწმუნო


რწმენის როლი ქართველი ახალგაზრდების ცნობიერებაში საკმაოდ მრავალფეროვანია... ქრისტიანობა ჩვენს ქვეყანაში 17 საუკუნის წინ შემოვიდა და საკმაოდ მყარადაც გაიდგა ფესვები... რაზეც მისი ისტორია მეტყველებს და არა მოსაზრება რომ ის ჭეშმარიტი რელიგიაა... რელიგიები(?) ჩნდებოდა ცივილიზაციებთან ერთად ხანდახან მათზე ადრე ხანაც კი მათზე გვიან  იფერფლებოდნენ...  რამ განაპირობა ქრისტიანობის ასეთი „მარადიულობა“? ქართველი ხალხის ჯიუტმა ხასიათმა... ვფიქრობ ირანელებს (და მრავალ სხვას) დაუძალებლად რომ შემოეთავაზებინა მაზდიანობა მაჰმადიანობა და ა.შ. შეიძლება მიეღწიათ კიდეც იმ წადილისთვის რასაც წლობით ცდილობდნენ „ცეცხლითა და მახვილით“   მაგრამ ძველი ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით „მოდაში“ იყო ძალდატანებით რაიმეს მიღწევა და არავის მოსვლია აზრად“ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა“-ო რაც ჩემი აზრით მიზნის მისაღწევად უმეტეს შემთხვევაში ამართლებს... 
დავუბრუნდეთ ისევ ქართველ ახალგაზრდებს... არა მოდით ჯერ ერთი-ორი სიტყვა მათ მამებზეც ვთქვათ არ იქნებოდა ურიგო...  დავიწყოთ შორიდან მამათა და შვილთა მარადიული ბრძოლის მიუხედავად ყველა შვილი მსოფმხედველობით, საუბრის მანერითა და გაგიკვირდებათ და ფიზიკურადაც მამას ემსგავსება... როდესაც ქართველი მამა რწმენისა და პატრიარქის სადღეგრძელოს განსხვავებულით ამბობს (და ეს მათთვის ვაჟკაცობის პირველი გამოვლინებაა... სასმისის ზომა განსაზღვრავს შენს კაცობის კოეფიციენტს) და მხოლოდ ამაში გამოიხატება მისი მორწმუნეობა,  ნებისმიერ მოაზროვნე თინეიჯერს გაუჩნდება პროტესტის გრძნობა ამასთან დაკავშირებით ის დასვამს საკმაოდ იოლ კითხვებს მაგალითად მამა რატომ არასდროს დავდივართ ეკლესიაში? ან მამა მარხვას რატომ არ ვიცავთ? ამაზე კი პასუხად მოდის ბრაზიანი თვალების გამომეტყველება და პასუხი: „მაგაზე ლაპარაკი კი არა ფიქრიც არ შეიძლება! წადი გაკვეთილები იმეცადინე..“ ამის გამგონე ახალგაზრდებს კი ორი გზა აქვთ დაიკიდონ ყველაფერი და გახდნენ ზემოთაღნიშნული არამოაზროვნე თინეიჯერებისნაირი პოხუისტები... ანდა განაგრძონ ფიქრი, კითხვების დასმა გონებაში და უკეთესი მოპასუხის ძებნა...  
შევეხოთ ჩემ მიერ „პოხუისტებად“ მონათლულ ახაგაზრდობას... მათი რწმენასთან დამოკიდებულება ძირითადად ერთგვარია და მხოლოდ „ურწმუნო“ თანატოლების გინებაში გამოიხატება... მათ არ სურთ არანაირი კითხვისა თუ არგუმენტის მოსმენა და მანიპულირებენ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული სასწაულებით რომლის შინაარსი იციან მხოლოდ და ისიც ზერელედ... მათ არ სურთ არანაირი მეცნიერული დასკვნის გაგონება... და ალაიქებენ „მე მიყვარს ჩემი პატრიარქი“ გვერდს...   მათთან საუბარი შეუძლებელია... მახსენდება შემთხვევა როდესაც ვცდილობდი ერთი ადამიანისთვის ამეხსნა თუ როგორ შეიძლება ყველა სასწაულის ბუნებრივ მოვლენას ან მეცნიერულ ექსპერიმენტს დავუკავშიროთმეთქი (მე უბრალოდ ამ მოსაზრებას გამოვთქვამდი) პასუხად კი მივიღე ყოვლად აბსურდული სიტყვები რაც კი შეიძლება გამეგონა იმ მომენტში... ამაზე ლაპარაკი ცოდვაა... მე მხოლოდ პატრიარქს გავყვები... ეს იყო ნამდვილი შოკი... ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვსვამ კითხვას: ადამიანებო საკუთარი თავი, საკუთარი აზროვნება არ გაგაჩნიათ? რატომ არ შეიძლება იფიქროთ რაღაც სხვაზე თქვენთვის რისი გაიფქრებაც კი არ შეიძლება... არასდროს გაგიგიათ რომ აკრძალული ხილი გემრიელია? ამ პრინციპით მაინც გამოიფხიკეთ ყურები... დაიმახსოვრეთ რომ არაა ეკლესია ყოჩი ერკემალი რომელსაც თავჩაღუნული უნდა გაჰყვე... თვალი გაახილეთ ერთი წამით მაინც იქნებ ჭაობში ეფლობით ან იქნებ კლდეზე იჩეხებით... მაგრამ არა.. თქვენ ჯიუტად ბრმად გწამთ...
„დაჯერება სხვაა რწმენა სხვა“ ანუ ამ ლოგიკით თუ გჯერა შეგიძლია დასვა კითხვები მოითხოვო მათზე პასუხები ეძიო რამე ახალი... და თუ გწამს ბრმად უნდა მიჰყვე ეკლესიის ნაბრძანებ ყოველ ნაბიჯს... და ცარიელი ქვევრივით ის ამოსძახო რასაც ჩაგძახებენ... ნუთუ თავმოყვარეობა მაინც არ გაწუხებთ... მე მონებად მიმაჩნიხართ... 32 წელს როდესაც ტირანიის ზენიტი იყო მაშინ მოიძებნებოდა ხალხი რომელიც რაღაცას აპროტესტებდნენ და ამის გამო ისჯებოდნენ თქვენ არც აპროტესტებთ მიუხედავად იმისა რომ არ დაისჯებით... ყოველი ხელისუფლება დასამხობადაა განწირული-როგორც საერო ისე სასულიერო...
მე კი მწამს..! მწამს იმის რომ ყველა სპეკტაკლს აქვს დასასრული და ფარდის ჩამოშვებამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი...